მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის მხრიდან წამოყენებულია განსხვავებული კატეგორიის ექიმების შეშვებისა და სპეციალური პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის მოთხოვნა - ამას მხარდაჭერა ვერ ექნება

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წამოყენებულია განსხვავებული კატეგორიის ექიმების შეშვებისა და სპეციალური პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის მოთხოვნა - როცა მოთხოვნა კანონით გაუთვალისწინებელი პრივილეგიის შექმნაზე დგება, ამას მხარდაჭერა ვერ ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ექიმები აბსოლუტურად საკმარისი რაოდენობით შედის და ამ კუთხით ხელისუფლებას სასაყვედურო არაფერი აქვს. მისივე განცხადებით, "არ ყოფილა მომენტი, როდესაც სამედიცინო უფლებების თვალსაზრისით პატიმარ სააკაშვილს რაიმე დააკლდა და თუ ასეთი ბრალდება არსებობს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა".

"უმჯობესია, ყურადღება იმაზე გავამახვილოთ მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმით რა არის მოთხოვნილი. ვერც ერთი სახელმწიფო კონკრეტულ პირობებსა და კონტერეტულ წესებს ვერ შეიმუშავებს და ვერ დაუშვებს, როცა "პატიმრობის კოდექსით" გათვალისწინებული უფლებების აღსრულებაზეა საუბარი. ჩემი ინფორმაციით, პატიმრებისათვის მინიჭებული არც ერთი უფლების განხორციელებას მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება და ის ზედმიწევნით სწორად ხორციელდება. თუ მინიჭებულ უფლებათაგან რომელიმე არ ხორციელდება, ბუნებრივია, ამას რეაგირება მოჰყვება. ასეთზე განცხადება არ გაკეთებულა. სააკაშვილის ულტიმატუმია, რომ მის მიმართ განსაკუთრებული შეღავათები და პრივილეგიები იყოს გამოყენებული, რა მოთხოვნაც სამართლიანად არ მიმაჩნია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა