მედია - აქტივისტებმა ალმათის ტელევიზიისა და რადიო „მირის“ ოფისი დაარბიეს, აპარატურა კი გაანადგურეს

აქტივისტებმა ყაზახეთის ქალაქ ალმათის ტელევიზიისა და რადიო კომპანია „მირის“ ოფისი დაარბიეს, კომპანიის კუთვნილი აპარატურა კი გაანადგურეს, - ამ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება RIA ავრცელებს.

მედიის ცნობით, „მირში“ შეჭრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან კომპანიის თანამშრომლებმა შენობის დატოვება დროულად მოასწრეს.

ქალაქ ალმათის კომენდანტის, ქანათ თაიმერდენოვის განცხადებით, საპროტესტო აქციების ფონზე ქალაქში ძარცვისა და მოროდიორობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

მისი თქმით, აქტივისტებმა 120-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება დაწვეს, მათ შორის 33 პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები იყო.

გასული ღამის მოვლენების ფონზე ქალაქში 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ორ პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა