ენტონი ბლინკენი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ამისთვის საფასურის გადახდა მოუწევს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ძლიერი ტრანსატლანტიკური სოლიდარობა ყველაზე ეფექტური პასუხი და ინსტრუმენტია, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად აქვთ.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ერთობლივი განცხადების დროს ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

ანალენა ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით ევროკავშირსა და აშშ-ს ერთიანი პოზიცია აქვთ, თუმცა არ განუმარტავს კონკრეტულად რა სანქციებს დაუწესებს გერმანია რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა