ჩრდილოეთ კორეის მედია - ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი ჭურვი ჰიპერბგერითი რაკეტაა და მან მიზანს წარმატებით მიაღწია

ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო აცხადებს, რომ ოფიციალური ფხენიანის მიერ ოთხშაბათს გასროლილი ჭურვი ჰიპერბგერითი რაკეტაა. სააგენტოს ცნობით, რაკეტის სამიზნე 700 კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა და მან ობიექტამდე წარმატებით მიაღწია. ახალი ამბების ცენტრალური სააგენტოს ინფორმაცით, მსგავსი ტიპის რაკეტა ქვეყანაში უკვე მეორედ გამოსცადეს და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.

გამოცემა Reuters წერს, რომ ჰიპერბგერითი რაკეტები ბალისტიკურ ჭურვებთან შედარებით 5-ჯერ უფრო სწრაფია და 1 საათში 6 200 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს