ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

პლატფორმა Worldometers-ის მიხედვით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამავე მონაცემების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში გასულ 24 საათში კორონავირუსით 700 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 298 მილიონს გადააჭარბა.

კოვიდ 19-ს დღემდე 5.48 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა 256.8 მილიონს შეადგენს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 34 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა