კიევის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება დააყადაღა

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ქონების დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამის შესახებ მედია პოროშენკოს ადვოკატ იგორ გოლოვანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"განჩინების სრულ ტექსტს 14 იანვარს წაიკითხავენ", - განაცხადა გოლოვანმა.

ადვოკატის თქმით, პოროშენკოს დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

პეტრო პოროშენკო ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება. პოროშენკომ 6 იანვარს "ფეისბუქზე" განაცხადა, რომ კიევში 17 იანვარს დაბრუნდება.

პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა