დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ მივიღებთ კამპანიას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს თავისი დემოკრატიული მეზობლების დასამხობად

დიდი ბრიტანეთი მოსკოვს გაფრთხილებას უგზავნის, რომ ისინი დასავლელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის ფინანსურ სექტორზე ზემოქმედებისთვის ძლიერ სანქციებზე მუშაობენ.

„ჩვენ არ მივიღებთ იმ კამპანიას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს თავისი დემოკრატიული მეზობლების დასამხობად“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა პარლამენტში გამოსვლისას.

„ისინი წარმოაჩენდნენ უკრაინას, როგორც საფრთხეს, თავიანთი აგრესიული პოზიციის გასამართლებლად“, - დასძინა მან.

მისი თქმით, რუსეთია აგრესორი, ხოლო ნატო ყოველთვის თავდაცვითი ალიანსი იყო. ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ნებისმიერი შემდგომი სამხედრო შეჭრა მოიტანს "მასობრივ შედეგებს, მათ შორის კოორდინირებულ სანქციებს რუსეთის ინტერესებსა და ეკონომიკაზე მძიმე ხარჯების დაკისრების მიზნით".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა