ილია მეორე - დიდი განსაცდელი გამოვიარეთ და შეიძლება კიდევ იყოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არს - არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, კეთილი გაიმარჯვებს

დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორეს თქმით, არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის და კეთილი გაიმარჯვებს!

,,ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ქრისტეშობის დიდ დღესასწაულს!

დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს, დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!" ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვადიდოთ უფალი და მშვიდობა იქნება ქვეყანასა ზედა და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული.

დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არს, უფალი გვიფარავს ჩვენ. არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, კეთილი გაიმარჯვებს!

დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა - სააქაოს და საიქიოს.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.

ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა ილია მეორემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა