ყაზახეთის პრეზიდენტი - კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ყველა რეგიონში აღდგა, კონტრტერორისტული ქმედებები თავდამსხმელების სრულ განადგურებამდე გაგრძელდება

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის ძალების ლიდერებთან შეხვედრა გამართა და გასული ღამის ოპერაცია შეაჯამა.

მისი თქმით, ქვეყანაში კონტრტერორისტული ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე თითოეული თავდამსხმელი არ განადგურდება.

"ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. სამართალდამცავები ინტენსიურად მუშაობენ. კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ქვეყნის ყველა რეგიონში აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და მოქალაქეების ქონების დაზიანებას. ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა