მარია ზახაროვას შეფასებით, აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში. ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

ზახაროვას თქმით, თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს კითხვები აქვს თუ რამდენად კანონიერია ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაგზავნის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა.

„ყველა შეჩვეულია იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონის ზოგიერთ წარმომადგენელს ყველაფერი არ ესმის და ამას ამერიკის პოზიციად ასაღებს“, - წერს ზახაროვა ტელეგრამზე.

იხილეთ ვიდეო: მარია ზახაროვა - აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს