ჯანმოს დირექტორი - „ომიკრონ“ შტამი ხალხს კლავს, მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „ომიკრონ“ შტამი ხალხს კლავს და მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს. მისი თქმით, ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიოს „ახალი შემთხვევების ცუნამი“ ემუქრება.

„გასული კვირის განმავლობაში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ 1 კვირის მანძილზე 9.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 71%-ით მეტია“, - განაცხადა მან.

ჯანმო-ს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ დაიფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 100%-ით გაიზარდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 78%-ით, ხოლო ევროპაში 65%-ით.

იხილეთ ვიდეო: ტედროს ადანომ გებრეისუსი - "ომირონ" შტამი ხალხს კლავს და მას არ შეიძლება "მსუბუქი" ეწოდოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა