იენს სტოლტენბერგი -  ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ბლოკი ორი ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს მიმართ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდას და რუსეთის დარწმუნებას, რომ მას არ აქვს ვეტოს გამოყენების უფლება და არ შეუძლია საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პროცესის შეფერხება, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რეფორმები აყალიბებს ძლიერ საზოგადოებას და მდგრადი, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება მეტად დაცულია რუსეთის მხრიდან ჩარევის მიმართ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, ხომ არ განიხილება მომდევნო კვირას დაგეგმილ ნატო-ს გაფართოების შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხი.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ. ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. გაწევრიანება ცალკეული ერების დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას ეხება. ნატომ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების.

„როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე და უკრაინაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მათ შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაგზავნა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არის ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების საშუალება, მაგრამ ეს ასევე აძლიერებს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებებს. მდგრადი, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება მეტად დაცულია რუსეთის მხრიდან ჩარევის მიმართ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს