იენს სტოლტენბერგი - რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად უთხრის ძირს უსაფრთხოების წესრიგს ევროპაში

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ვირტუალურ ფორმატში შეხვედრის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადება გაავრცელა.

„რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად უთხრის ძირს უსაფრთხოების წესრიგს ევროპაში. ნატო რჩება რუსეთის მიმართ ორმხრივი მიდგომის ერთგული: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, შერწყმული დიალოგთან ერთად. პოზიტიური სიგნალია ის, რომ რუსეთი ახლა მზად არის მაგიდასთან სასაუბროდ მისვლისთვის. როდესაც დაძაბულობა მაღალია, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მომავალ კვირას რუსეთთან დაგეგმილ დიპლომატიური შეხვედრების სერიებს უსწრებს წინ, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელიც 12 იანვარს გაიმართება.

,,ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვუსმინოთ რუსეთის პრობლემებს და ნატო ყველა ღონეს გამოიყენებს, რათა მოძებნოს წინსვლის პოლიტიკური გზა. მაგრამ იმისათვის, რომ დიალოგი იყოს ღირებული, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს მოკავშირეების დიდი ხნის შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და უნდა მოხდეს უკრაინასთან კონსულტაციით. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვა ძირითად პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ფინეთი და შვედეთი, ასევე ევროკავშირი“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება და რუსეთისთვის მძიმე ფასი იქნება. მათი განცხადებით, მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი გზა და მათი ალიანსები.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა