რუსული მედია - ყაზახეთის პოლიციამ ქალაქ აქტაუს ცენტრალურ მოედანზე პატრულირება კვლავ დაიწყო

ყაზახეთის პოლიციამ კვლავ დაიწყო პატრულირება ქალაქ აქტაუს ცენტრალურ მოედანზე, ამ დროისთვის ვითარება მშვიდია, - ინფორმაციას Sputnik Kazakhstan ავრცელებს.

„პოლიციამ პატრულირება კვლავ დაიწყო ქალაქ აქტაუში, სადაც აქციები 2 იანვრიდან იმართება, ქალაქში ვითარება ამ დროისთვის მშვიდია. აქციის მონაწილეები კვლავ შეკრებილები არიან. ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანი", - წერია Sputnik Kazakhstan-ის განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ყაზახეთის სხვა ქალაქებში სიმშვიდეა.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში აქტივისტებმა 7 სახანძრო მანქანა გაიტაცეს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მათ ხანძრის 81 კერის ჩაქრობა მოუწიათ, სახიფათო ზონებიდან კი 143 ადამიანი გაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა