ადვოკატების ინფორმაციით, ნოვაკ ჯოკოვიჩი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ვაქცინაციისგან თავისუფალია

ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩის ადვოკატები აცხადებენ, რომ სპორტსმენი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის გამო, ვაქცინაციისგან თავისუფალია. BBC წერს, რომ შესაბამისი მასალები ადვოკატებმა სასამართლოში უკვე წარადგინეს.

ადვოკატების თქმით, ჯოკოვიჩმა დროებითი ვიზა მიიღო, ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ კი მას „ვაქცინაციისგან სამედიცინო გათავისუფლების“ ცნობა მიანიჭა.

ამასთან, 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში დარჩება. ამის მიზეზი ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონა გახდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდაპირველად მისთვის გამონაკლისის სახით ვიზა დაუშვა, თუმცა საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში 10 იანვრამდე დარჩება, როდესაც სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა