რუსთავის ციხესთან აქცია სახელწოდებით “თავისუფლება მიშას“ იმართება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია­ მოთავსებული, საინიციატივო ჯგუფი “მიშას სექტორის” ორგანიზებით აქცია “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს" იმართება.

აქციის მონაწილეები სააკაშვილთან პირადი ექიმის ვიზიტის და სატელეფონო ზარების განხორციელების შეზღუდვას აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ფაქტი,რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა - არაადამიანური მოპყრობა და წამება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

მათი თქმით, სააკაშვილი ხელისუფლების და ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით - “თავისუფლება მიშას”. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა