ფრანგი მეცნიერების კვლევით, „ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია

„ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია, - ამ ინფორმაციას Euronews ფრანგი მენციერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას 25 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე აკვირდებოდნენ და კვლევისას 130 000-ზე მეტი დაინფიცირებული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს.

ამავე კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ ვარიანტი განსაკუთრებული სისწრაფით ბავშვებში ვრცელდება. 7 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ „ომიკრონ“ შტამი ხალხს კლავს და მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს. მისი თქმით, ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიოს „ახალი შემთხვევების ცუნამი“ ემუქრება.

„გასული კვირის განმავლობაში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ 1 კვირის მანძილზე 9.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 71%-ით მეტია“, - განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა