ადმინისტრაციის წარმომადგენელი - აშშ რუსეთთან წვრთნებისა და რაკეტების განლაგების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ღიაა

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან განიხილონ რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობა, რომ თითოეულმა მხარემ შეზღუდოს სამხედრო წვრთნები და რაკეტების განლაგება რეგიონში. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გაავრცელა.

წარმომადგენლის თქმით, შეერთებულ შტატები არ განიხილავს აშშ-ს ჯარების განლაგების შეზღუდვებს ან აშშ-ს ძალების პოზიციონირებას ნატოს ქვეყნებში.

ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებში შეთანხმების მიღწევის საფუძველი არსებობს.

,,ნებისმიერი განხილვა იმ სფეროებზე, სადაც ჩვენ შევძლებთ პროგრესის მიღწევას, უნდა იყოს ორმხრივი”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ,,ორივე მხარემ ვალდებულება ერთნაირად უნდა აიღოს“.

შეგახსენებთ, 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. 12 იანვარს კი რუსეთ-ნატოს საბჭო სხდომა გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს