ჯოზეფ ბორელი - მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი მზად არის დახმარება გაუწიოს ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელმაც მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ იფეთქა ყაზახეთში. ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის, გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია რეგიონის სტაბილურობისთვის.

ჩვენ ღრმად ვწუხვართ დაღუპულთა გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციების თავიდან აცილება, ძალადობის ყოველგვარი წაქეზების თავიდან აცილება, თავშეკავება და არეულობის სხვა მიზნებისთვის გამოყენება.

ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, დაიცვან თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შორის, პატივი სცენ თავიანთი მოქალაქეების უფლებებს და ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო