საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტების გაცემა ერთი დღით შეჩერდა და ხვალიდან განახლდება

9 იანვარს, ერთი დღით, სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

განცხადებაში ბანკი სამგზავრო ბარათების გაცემის შეჩერების მიზეზს განმარტავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს და მათ მიერ ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული იყო შეცდომა. 10 იანვრიდან კი ბარათის სწორი ვერსიის გაცემა განახლდება.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას "საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.

აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას "საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ