სერგეი რიაბკოვი - მოსკოვი წუხს, რომ აშშ აგრძელებს რუსეთისგან ცალმხრივი დათმობების მოთხოვნას და კონსტრუქციულობის ნაცვლად სპეკულაციას ამჯობინებს

მოსკოვი წუხს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთისგან ცალმხრივი დათმობების მოთხოვნას და კონსტრუქციულობის ნაცვლად სპეკულაციას ამჯობინებს - ეს არ შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროდუქტიული დისკუსიის საფუძველი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე აუცილებლად ყურადღება გამახვილდება ნატოს უარზე აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით და შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვართან განლაგებაზე.

ცნობისთვის, 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. 12 იანვარს კი რუსეთ-ნატოს საბჭო სხდომა გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა