10 იანვარს, 09:30 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიმდინარეობას გაეცნობა.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 38 (თბილისი, N55 საჯარო სკოლა)
10 იანვარს 10:30 საათზე, უსაფრთხოების ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტების საინიციატივო ჯგუფი „ფრონტლაინში“ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც გასაჯაროვდება საგანგებო განცხადება 10-13 იანვარს აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისა და საქართველოს მხრიდან ამ კრიზისული მოლაპარაკებების კონტექსტში აუცილებელი განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ.
მის: ლადო ასათიანის ქ. N64
10 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
10 იანვარს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია ,,სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.
თემა: „სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირება და ე.წ. შავი სიის შექმნა“.
მის: ჭავჭავაძის 15 (მეოთხე სართული)
საკონტაქტო: შუქრი ბურჭულაძე - 595502288
10 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გაიმართება.
10 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიების და გიორგი ნარიმანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
10 იანვარს, 16:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, მართავს პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დასკვნით ღონისძიებას გამართავს.
მის: თელავის ქ. 20, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“.
საკონტაქტო ინფორმაცია: მაგდაგუგავა 599 420206
10 იანვარს, 18:00 საათზე, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღესთან დაკავშირებით (9 იანვარი) მისი ხსოვნის საღამო გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, ქართველ-სომეხთა კავშირის მიერ ორგანიზებული სერგო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების და ასევე, იური მეჩითოვის მიერ დიდი რეჟისორისთვის გადაღებული ფოტოების გამოფენა შედგება.
საღამოს საკრებულოს წევრები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
მის: თავისუფლების 2, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზი
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"