აზერბაიჯანში კორონავირუსის 555 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 555 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 621 234 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 605 561 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 445 კი - გარდაიცვალა.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 47%-ზე მეტი არის აცრილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო