ენტონი ბლინკენი - რუსეთმა არაერთხელ ჩაიდინა აგრესიის აქტები საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის წინააღმდეგ - ძნელია რეალური პროგრესის დანახვა, ესკალაციის პირობებში, უკრაინის თავზე იარაღით, რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში გარღვევას არ ელოდება.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის მოსკოვის პოზიცია მოისმინოს, რთული იქნება რაიმე პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი არ განმუხტავს დაძაბულობას უკრაინის საზღვარზე.

”ძნელია რეალური პროგრესის დანახვა, ესკალაციის პირობებში, უკრაინის თავზე იარაღით. ასე რომ, თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ პროგრესს, ჩვენ უნდა დავინახოთ დეესკალაცია. რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს იმ საფრთხისგან, რომელსაც ის ამჟამად უქმნის უკრაინას“, - თქვა CNN-ის ეთერში ბლინკენმა.

მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ ჩაიდინა აგრესიის აქტები მეზობლების წინააღმდეგ.

"უპირველეს ყოვლისა, რატომ ვართ აქ? ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ ჩაიდინა აგრესიის აქტები მეზობლების - საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა მან და დასძინა:

"მეორე, არსებობს პრინციპები, რომლებიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს”.

ბლინკენის განცხადებით, რუსეთის "აგრესია არ იქნება მიღებული, არ შევეგუებით“.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი უნდა იყოს ორმხრივი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა