აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - აშშ მხარს უჭერს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უენდი შერმანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს ჟენევაში შეხვდა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შერმანმა და რიაბკოვმა იმ ორმხრივ საკითხებზე ისაუბრეს, რასაც მხარეები 10 იანვარს, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საგანგებო შეხვედრის დროს განიხილავენ.

„სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს ორმხრივ საკითხებზე, რომლებსაც ორივე მხარე 10 იანვარს სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის რიგგარეშე შეხვედრაზე განიხილავს. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო პრინციპების მიმართ და ასევე სუვერენული ქვეყნების თავისუფლების მიმართ, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება დიპლომატიური გზით პროგრესის მიღწევას, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე.

„აშშ განიხილავს გარკვეულ ორმხრივ საკითხებს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის შეხვედრის დროს, მაგრამ არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში მოლაპარაკებებს ჟენევაში დღეს გამართავენ. მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი რიაბკოვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს