„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საგანგებო შეხვედრას, რომელზედაც ყაზახეთის საკითხს განიხილავენ, ვლადიმერ პუტინი დაესწრება

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების ლიდერები დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავენ.

რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება, ყაზახეთში არსებულ სიტუაციასა და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

„შეხვედრაზე ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია და მისი ნორმალიზების საშუალებებს განიხილავენ,“- აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

მათი ცნობით, შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს