ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო

ავსტრალიის სასამართლომ სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და სპორტსმენის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოსამართლე ენტონი კელიმ ჯოკოვიჩის 30 წუთში გათავისუფლების განკარგულება და მისთვის პასპორტისა და სხვა დოკუმენტების დაბრუნების განკარგულება გასცა.

ამასთან, ფედერალური მთავრობის ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრი იტოვებს უფლებას, ჯოკოვიჩისთვის ვიზის ხელახლა გაუქმების მიზნით თავისი პირადი უფლებამოსილება გამოიყენოს.

შეგახსენებთ, 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს, ამის მიზეზი ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონა გახდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდაპირველად მისთვის გამონაკლისის სახით ვიზა დაუშვა, თუმცა საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ჩოგბურთელის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სპორტსმენი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის გამო, ვაქცინაციისგან თავისუფალია.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება