ყაზახეთის უსაფრთხოების სამსახური - სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, მასობრივი არეულობის შედეგ სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.

„10 იანვრისთვის ყაზახეთში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ეროვნულმა და რეგიონულმა კონტრტერორისტული ოპერაციების ცენტრებმა გაანადგურეს ტერორისტული საფრთხის კერები. ყველა ადმინისტრაციული შენობა ქალაქ ალმათიში, ყიზილორდაში, თალდიყორღანსა და ტარაზიში ტერორისტებისგან გაწმენდილია“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაცულია მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტები და იარაღის შესანახი ადგილები.

"მიმდინარეობს ოპერაციები იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა იმალებოდნენ "ბოევიკები" და მასობრივი არეულობის მონაწილეები", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყაზახეთში 2 იანვარს საწვავის ფასის გაორმაგების გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც ანტისამთავრობო მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობა გადააყენა და სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასების სახელმწიფო რეგულაციის განკარგულება გასცა, თუმცა, ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა. დემონსტრანტებმა პოლიციაზე იერიში მიიტანეს და დიდ ქალაქებში ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს. 5 იანვარს, გვიან ღამით დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო. ამასთან, თოყაევის თხოვნის საფუძველზე, ყაზახეთში უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, ჯარისკაცები შევიდნენ. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფისმა კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში წესრიგი აღდგა და ხელისუფლებამ აღადგინა კონტროლი ადმინისტრაციულ შენობებზე. ყაზახეთში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო