ჟენევაში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები დაიწყო

ჟენევაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები დაიწყო, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრა ამერიკის მუდმივი მისიის ტერიტორიაზე, გაერო-ს ოფისში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი, ამერიკულ დელეგაციას კი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე უენდი შერმანი.

შეხვედრამდე მხარეებმა წინასწარი მოლაპარაკებები სამუშაო სადილის ფორმატში გამართეს. რიაბკოვის თქმით, საუბარი რთული, მაგრამ საქმიანი იყო.

სერგეი რიაბკოვმა გუშინ „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილი არ არის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზეწოლის ქვეშ დათმობაზე არ წავლენ.

„ბუნებრივია, ჩვენ არ წავალთ რაიმე დათმობაზე ზეწოლის ქვეშ ან მოლაპარაკებების მონაწილეთა მუდმივი მუქარის ფონზე,“ - განაცხადა რიაბკოვმა.

ამასთან, მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში გარღვევას არ ელოდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის მოსკოვის პოზიცია მოისმინოს, რთული იქნება პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი არ განმუხტავს დაძაბულობას უკრაინის საზღვარზე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს