ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, კორონავირუსის შემთხვევების გამო, მოსახლეობის ნაწილს სახლებიდან გასვლა ეკრძალება

ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში, კორონავირუსით დაინფიცირების 40-მდე შემთხვევის გამო, მთავრობამ შეზღუდვების სამი დონე დააწესა, - ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მკაცრი „ლოქდაუნის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება ეკრძალებათ. საკონტროლო ზონებში, სასურსათო პროდუქტების შესაძენად სახლიდან გასვლის უფლება თითოეული ოჯახის ერთ წევრს, მხოლოდ ყოველ მეორე დღეს ეძლევა, პრევენციის ზონებში კი მოქალაქეებს საცხოვრებელი რაიონის დატოვების უფლება არ აქვთ.

ამასთან, აიკრძალა მატარებლებისა და ავტობუსების მიმოსვლა პეკინის მიმართულებით. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ქალაქის დატოვებისგან, თუკი ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.

ცნობისათვის, ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, სადაც 14 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ყველა მოქალაქის ტესტირება მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორონავირუსის ინფიცირების 20 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის არიან „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებულები. გასული დღის განმავლობაში ვირუსი კიდევ 20 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა