ყაზახეთის პრეზიდენტი - არეულობის ტალღა სპონტანური პროტესტის საფარქვეშ დაიწყო - გაირკვა, რომ მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გადაიტანა, რომელიც კოორდინირებული იყო "ერთი ცენტრის" მიერ.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ონლაინ შეხვედრაზე ვიდეო ჩართვისას თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთში წესრიგი აღდგა, მაგრამ "ტერორისტების" დევნა გრძელდება.

„არეულობის ტალღა სპონტანური პროტესტის საფარქვეშ დაიწყო. გაირკვა, რომ მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. საუბარია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. მთავარი დარტყმა მიმართული იყო ალმათის წინააღმდეგ. ამ ქალაქის დაცემა გზას გაუხსნიდა მჭიდროდ დასახლებული სამხრეთის აღებას, შემდეგ კი მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდებას. ისინი აპირებდნენ დედაქალაქის ხელში ჩაგდებას“, - განაცხადა მან.

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ფართომასშტაბიანი "კონტრტერორისტული" ოპერაცია მალე დასრულდება. მისი მტკიცებით, ყაზახეთი მომხდარის შესახებ მტკიცებულებებს საერთაშორისო საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო