ვლადიმერ პუტინი - ყაზახეთში „მაიდანის" ტექნოლოგიები გამოიყენებოდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყაზახეთში არეულობების დროს „მაიდანის" ტექნოლოგიები, მათ შორის საინფორმაციო მხარდაჭერა, გამოიყენებოდა.

„აქტიურად გამოიყენებოდა „მაიდანის" ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი პროტესტის ძალისმიერი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები. გამოიყენეს კარგად ორგანიზებული და კარგად კონტროლირებადი „ბოევიკების" ჯგუფები, რის შესახებაც პრეზიდენტმა თოყაევმა ახლახანს განაცხადა, მათ შორის, როგორც ჩანს, ისინი, ვინც წვრთნები საზღვარგარეთ არსებულ ტერორისტულ ბანაკებში გაიარეს,“ - აღნიშნა პუტინმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საგანგებო სხდომაზე.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა და აგრესიაზე სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო. მისი თქმით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ მაქსიმალურად ოპერატიულად მოახერხა საჭირო ზომების მიღება.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთში განვითარებული მოვლენები ორგანიზაციის ყველა წევრს ეხება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
BTU-ში ლექტორების აკადემია გაიხსნა
Classic World-ის ხის სათამაშოების ყველაზე უსაფრთხო და ხარისხიანი სათამაშოები: ექსკლუზივი „პეპელას“ მაღაზიებში
„მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო Shining Light Award გადაეცა
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი