იენს სტოლტენბერგი - ნატო-რუსეთის სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მიესალმება იმას, რომ რუსეთი ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას დათანხმდა, თუმცა, ნებისმიერი არსებითი დიალოგი ასევე უნდა შეეხებოდეს ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

სტოლტენბერგის განცხადებით, მათი მხრიდან ყურადღება ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე გამახვილდება.

“მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებას, თუმცა ნებისმიერი აზრიანი დიალოგი მიმართული უნდა იყოს ასევე რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ შეშფოთებაზეც და ის უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო - uკრაინის კომისიის სხდომამდე უკრაინის ვიცე - პრემიერთან, ოლგა სტეფანიშინასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო