იენს სტოლტენბერგი - თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალას კიდევ ერთხელ გამოიყენებს, ამას მისთვის მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი ექნება

მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა კიდევ ერთხელ აირჩიოს თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება და ამიტომ გვჭირდება რუსეთს ძალიან მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ, რომ თუ ისინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალას კიდევ ერთხელ გამოიყენებენ, ამას რუსეთისთვის მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი მოჰყვება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომამდე უკრაინის ვიცე-პრემიერთან, ოლგა სტეფანიშინასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ის, რასაც დღეს უკრაინასა და მის გარშემო ვხედავთ, აჩვენებს რუსეთის მიმართ ნატო-ს ორმხრივი მიდგომის მართებულობასა და მნიშვნელობას, რომ ჩვენ გვჭირდება, რასაკვირველია ძლიერი შეკავება და თავდაცვა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამის კომბინირება შინაარსიან დიალოგთან და ეს არის სწორედ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. ჩვენ ვსხდებით რუსეთთან დიალოგის მაგიდასთან, ვხვდებით მათ აქ, ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოზე და ასევე გვაქვს აშშ-რუსეთის შეხვედრა ჟენევაში. ეს არის მნიშვნელოვანი მცდელობები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტა, აღვკვეთოთ შეიარაღებული კონფლიქტი, ამის გამო ჩვენ ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად ვმონაწილეობთ და მზად ვართ რუსეთის შეშფოთებას მოვუსმინოთ, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მშვიდობიანი პოლიტიკური გზისთვის და მზად ვართ გავაგრძელოთ რუსეთთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ გამოვნახოთ მშვიდობიანი მოგვარების გზა. ამავდროულად, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა კიდევ ერთხელ აირჩიოს შეიარაღებული ძალის გამოყენება, თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება და ამიტომ ჩვენ ასევე გვჭირდება გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო მესიჯი რუსეთს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინის წინააღდეგ სამხედრო ძალას კიდევ ერთხელ გამოიყენებენ, ამას მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი მოჰყვება,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ნატო-რუსეთის საბჭო მნიშვნელოვანი პლატფორმაა რუსეთთან კონსულტაციებისა და დიალოგისთვის. „მივესალმები იმ ფაქტს და ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ რუსეთს სურს ოთხშაბათს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართოს,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა