ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მზადაა, ყაზახეთს დაეხმაროს

ჩინეთი მზადაა მეზობელ ყაზახეთთან „საპოლიციო და უსაფრთხოების“ სფეროებში თანამშრომლობა გააძლიეროს და მას „გარე ძალების“ ჩარევასთან ბრძოლაში დაეხმაროს, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ყაზახ კოლეგასთან, მუხტარ ტლეუბერდისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„ყაზახეთში ბოლოდროინდელი არეულობა აჩვენებს, რომ ვითარება ცენტრალურ აზიაში კვლავ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზოგიერთ გარე ძალას არ სურს მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მასობრივი არეულობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ამასთან, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, იმ პირებს შორის, რომლებიც სამთავრობო შენობებსა და უსაფრთხოების ძალებს დაესხნენ თავს, საზღვარგარეთ გაწვრთნილი ისლამისტი რადიკალები იყვნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა