სერგეი რიაბკოვი - ამერიკული მხარე სერიოზულად მიუდგა რუსეთის წინადადებებს - ავუხსენით, რომ უკრაინაზე თავდასხმის არავითარი გეგმა არ გვაქვს

შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად მიუდგა რუსეთის წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. მათ ეს წინადადებები სიღრმისეულად დაამუშავეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებს ჟენევაში, რუსეთ-ამერიკის დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ამერიკული მხარე ძალიან სერიოზულად მიუდგა რუსეთის წინადადებებს, განახორციელა მათი სიღრმისეული დამუშავება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რიაბკოვის თქმით, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, "ამერიკასთან საუბარი რთული, ხანგრძლივი და ძალიან პროფესიონალური იყო, რა დროსაც არ ყოფილა რთული საკითხებისთვის თავის არიდების მცდელობა“.

მისივე თქმით, რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ რუსეთს არ გააჩნია განზრახვა, თავს დაესხას უკრაინას.

„ჩვენ კოლეგებს ავუხსენით, რომ არავითარი გეგმა უკრაინაზე თავდასხმისა არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს, ხოლო ყველა ღონისძიება ჯარების საბრძოლო მომზადების შესახებ, ხორციელდება ჩვენი ეროვნული ტერიტორიის ფარგლებში. არ არსებობს საფუძველი შეშფოთებისა რაღაც ესკალაციის სცენარისთვის ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო