უენდი შერმანი - აშშ რუსეთის მოთხოვნებს ფეხდაფეხ არ გაჰყოლია - შეხვედრა სერიოზული და საქმიანი იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ, აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, უენდი შერმანმა, მის ორმხრივ მოლაპარაკებებს რუსეთის

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან "სერიოზული" და "საქმიანი" უწოდა.

შერმანის თქმით, შეხვედრა ჩვეულებრივი საუბარი იყო, ვიდრე მოლაპარაკება და "აშშ რუსეთის მოთხოვნებს ფეხდაფეხ არ გაჰყოლია".

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები შეხვედრაზე მივიდა რამდენიმე წინადადებით, მათ შორის ევროპაში სარაკეტო თავდაცვის განლაგების შესახებ და სამხედრო წვრთნების შეზღუდვების თემაზე. ვენდი შერმანის განცხადებით, აშშ-ს წინადადებები უნდა იყოს ორმხრივი. მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ უარყო რუსეთის მოწოდებები აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ჯარების რაოდენობის შემცირების შესახებ და განაცხადა, რომ ეს საკითხი 10 იანვარს „არ იყო დღის წესრიგში“.

ამერიკელი დიპლომატის ინფორმაციით, ვაშინგტონმა რუსეთს სხვადასხვა საკითხის შესახებ დეტალების განსახილველად კვლავ შეხვედრა შესთავაზა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა