უენდი შერმანი - არავის მივცემთ უფლებას დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სერგეი რიაბკოვთან თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

შერმანის თქმით, მისი შეთავაზება იყო, გაცილებით დეტალურად მოხდეს რაკეტების განთავსების საკითხის განხილვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოუწოდა წარმოადგინოს უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, მან გამორიცხა რუსეთისთვის გარანტიების მიცემა იმაზე, რომ უკრაინა არ გაწევრიანდება ნატოში.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ წინადადებებს უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც უბრალოდ შეერთებულ შტატებისთვის მიუღებელია. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა“, - განაცხადა შერმანმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციასთან რაკეტებისა და წვრთნების თაობაზე დეესკალაციის საპასუხო ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, ამასთან კიდევ ერთხელ იყო გაფრთხილება, რომ რუსეთს ძვირი დაუჯდება, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.

„ჩვენ გავიარეთ რამდენიმე იდეა, რომელიც გააუმჯობესებს სტრატეგიულ სტაბილურობას“, - განუცხადა შერმანმა ჟურნალისტებს რიაბკოვთან მოლაპარაკების შემდეგ.

მანვე კვლავ მოუწოდა რუსეთს, დააბრუნოს 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ყაზარმებში, ან სიცხადე შეიტანოს მათ მიზნებში. მისი თქმით, თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც ბევრად აღემატება იმას, რაც იყო 2014 წელს, როდესაც მოსკოვმა დაიკავა ყირიმის ნახევარკუნძული და მხარი დაუჭირა ამბოხებულთა მოძრაობას აღმოსავლეთ უკრაინაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო