აშშ-ში კოვიდპაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ გასული დღის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 132 646 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, რაც აღემატება შარშან, იანვრის თვეში დაფიქსირებულ რეკორდს, როცა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ 132 051 შეადგინა.

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება დეკემბრის ბოლოდან, ბოლო სამი კვირის განმავლობაში კი - გაორმაგდა. „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეული დაინფიცირების შემთხვევების ზრდამ აშშ-ის რამდენიმე შტატში ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა გამოიწვია.

Reuters-ის ანალიზის თანახმად, დელავერში, ილინოისში, მეინში, მერილენდში, მისურში, ოჰაიოში, პენსილვანიაში, პუერტო რიკოში, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე, ვერმონტში, ვირჯინიაში, ვაშინგტონსა და ვისკონსინში ბოლო დროს კოვიდ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რეკორდულო დონე დაფიქსირდა.

აშშ-ში, ახალი შემთხვევების შვიდდღიანი საშუალო მაჩვენებელი ბოლო 10 დღის განმავლობაში გაორმაგდა და 704 000-ს მიაღწია. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, აშშ-ში დღეში საშუალოდ 1 700 ადამიანი იღუპება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აშშ-ში კოვიდპაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ გასული დღის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 132 646 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, რაც აღემატება შარშან, იანვრის თვეში დაფიქსირებულ რეკორდს, როცა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ 132 051 შეადგინა.

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება დეკემბრის ბოლოდან, ბოლო სამი კვირის განმავლობაში კი - გაორმაგდა. „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეული დაინფიცირების შემთხვევების ზრდამ აშშ-ის რამდენიმე შტატში ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა გამოიწვია.

Reuters-ის ანალიზის თანახმად, დელავერში, ილინოისში, მეინში, მერილენდში, მისურში, ოჰაიოში, პენსილვანიაში, პუერტო რიკოში, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე, ვერმონტში, ვირჯინიაში, ვაშინგტონსა და ვისკონსინში ბოლო დროს კოვიდ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რეკორდულო დონე დაფიქსირდა.

აშშ-ში, ახალი შემთხვევების შვიდდღიანი საშუალო მაჩვენებელი ბოლო 10 დღის განმავლობაში გაორმაგდა და 704 000-ს მიაღწია. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, აშშ-ში დღეში საშუალოდ 1 700 ადამიანი იღუპება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია