ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტაბსა და იაპონიის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ სამშაბათს გაშვებული ჭურვი, როგორც ჩანს, ბალისტიკური რაკეტაა.

საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, ჭურვი იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის (EEZ) მიღმა დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო 1 კვირაზე ნაკლებ პერიოდში გაშვებული მეორე რაკეტაა.

რაკეტის გაშვებამდე ერთი დღით ადრე შეერთებული შტატების მისიამ გაეროში, საფრანგეთთან, ირლანდიასთან, იაპონიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და ალბანეთთან ერთად ერთობლივი განცხადება გავრცელა და ჩრდილოეთ კორეის მიერ გასულ კვირაში რაკეტის გამოცდის ფაქტი დაგმო.

„ეს ქმედებები ზრდის ესკალაციის რისკს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს