FlyOne Armenia-მ და Pegasus Airlines-მა ერევანი-სტამბოლი-ერევნის რეისზე  ფრენების განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა მიიღეს

FlyOne Armenia-მ და Pegasus Airlines-მა სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან ერევანი-სტამბოლი-ერევნის ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღეს, - ინფორმაციას სომხური მედია ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კითხვაზე, როდის დაიწყება ფრენები, Flyone Armenia-ს დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა არამ ანანიანმა უპასუხა, რომ ისინი ელიან ნებართვას თურქეთის საავიაციო ხელისუფლებისგან.

16 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა განიხილავს როგორც თურქული, ასევე სომხური ავიახაზების წინადადებებს სტამბოლსა და ერევანს შორის ფრენების განხორციელებისთვის. მაშინ თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეისებს თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი შეასრულებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა