რომის პაპი - ვაქცინები ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის

ვაქცინები არ არის განკურნების ჯადოსნური საშუალება, მაგრამ ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებზე გავლენას ახდენს უსაფუძვლო ინფორმაცია ან დაუდასტურებელი ფაქტები, რომლებიც რეალობას ამახინჯებენ.

„თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობა მორალური ვალდებულებაა“, - განაცხადა რომის პაპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინებმა ეფექტურად შეამცირა კორონავირუსის მძიმე შედეგები და მოსახლეობის ვაქცინაციის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.

იხილეთ ვიდეო: რომის პაპი - ვაქცინები ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა