დელიში, დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, რესტორნები და ბარები იხურება

ინდოეთის დედაქალაქ დელიში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო რესტორნები და ბარები იხურება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებსა და ბარებს მომხმარებლებისთვის მხოლოდ გატანის სერვისის შეთავაზების უფლება ექნებათ.

ინდოეთში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. დელიში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 19 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი ამჟამად 25%-ს შეადგენს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს