აშშ-ში რუსეთის საელჩო - აშშ-ს არ აქვს საფუძველი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მისცეს რჩევები როგორ იმოქმედოს ყაზახეთში

შეერთებულ შტატებს არ აქვს საფუძველი მისცეს რჩევები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობო კონტინგენტს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა აღადგინოს წესრიგი და დაიცვას ადამიანის უფლებები ყაზახეთში, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ-ის ჯარისგან განსხვავებით, რომელიც სირიისა და კოსოვოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალები ასრულებენ მისიას კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ საელჩოში.

რუსი დიპლომატების მტკიცებით, ვაშინგტონს ავიწყდება, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საყრდენს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ბალკანეთის ბევრ ქვეყანაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში “ძირი გამოეთხარა სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში აშშ-ის სისტემატური ჩარევის გამო”.

შეგახსენებთ, ყაზახეთში 2 იანვარს საწვავის ფასის გაორმაგების გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც ანტისამთავრობო მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობა გადააყენა და სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასების სახელმწიფო რეგულაციის განკარგულება გასცა, თუმცა, ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა. დემონსტრანტებმა პოლიციაზე იერიში მიიტანეს და დიდ ქალაქებში ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს.

5 იანვარს დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო. ამასთან, თოყაევის თხოვნის საფუძველზე, ყაზახეთში უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, ჯარისკაცები შევიდნენ.

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ მასობრივი არეულობის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს