ნედ პრაისი - რუსეთი წლების განმავლობაში აღვივებდა კონფლიქტებს საკუთარი მეზობლებისა და სხვების წინააღმდეგ: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა - ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის

რუსეთი წლების განმავლობაში ახდენდა ინტერვენციას, ოკუპაციას და აღვივებდა კონფლიქტებს საკუთარი მეზობლებისა და სხვების წინააღმდეგ. სია გრძელია – ყველა მათგანის ჩამოსათვლელად, სავარაუდოდ, დრო არ მეყოფა - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთის განცხადებების მიმართ, რომ უკრაინის საზღვრებთან ძალების მობილიზება წვრთნების მიზნით ხორციელდება.

„უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსული ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები იმყოფებიან. რუსეთმა უკრაინის საზღვრებზე ათიათასობით, თითქმის ასი ათასი სამხედროს მობილიზება განახორციელა და მათ ეს შედარებით მოკლე დროში გააკეთეს. სწორედ რუსეთმა მოახდინა 2014 წელს ყირიმის ანექსია, გააჩაღა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს იქ კონფლიქტის გაღვივებას. რუსეთი წლების განმავლობაში ახდენდა ინტერვენციას, ოკუპაციას და აღვივებდა კონფლიქტებს საკუთარი მეზობლებისა და სხვების წინააღმდეგ. სია გრძელია – ყველა მათგანის ჩამოსათვლელად, სავარაუდოდ, დრო არ მეყოფა - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის. სწორედ რუსეთი ერეოდა წლების განმავლობაში დემოკრატიულ არჩევნებში, მათ შორის ჩვენს არჩევნებში. ისინი იყენებდნენ ქიმიურ იარაღს, ორგანიზებას უწევდნენ კიბერთავდასხმებს, იყენებდნენ ენერგორესურსებს როგორც იარაღს. ამიტომ, გვაპატიეთ და გაიგეთ ჩვენი სკეპტიციზმი, როდესაც ჩვენ გვესმის რუსეთისგან, რომ ეს მხოლოდ წვრთნებია და არ უნდა შევშფოთდეთ,” - განაცხადა ნედ პრაისმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა