ჩინეთის ქალაქ ანიანგში, კორონავირუსის გავრცელების გამო, მილიონობით ადამიანს სახლიდან გასვლა ეკრძალება

ჩინეთის ქალაქ ანიანგში, სადაც დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობას დღეიდან სახლიდან გასვლა ეკრძალება, - ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჰენანის პროვინციის ქალაქში „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც, ხელისუფლებამ მოსახლეობის სახლებში გამოკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქში დაიხურა ყველა არააუცილებელი ბიზნეს ობიექტი, შეიზღუდა ქალაქგარეთ მგზავრობა და დაიწყო მასობრივი ტესტირების პროცესი.

ანიანგში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და შაბათიდან დღემდე დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო