ლაშა დამენია - „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ძალად, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დაჭერით და შემდეგ მათი გათავისუფლებით ვაჭრობითაა დაკავებული

უმთავრესია საპროტესტო ელექტორატი და ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლაზე კონცენტრირდეს, რადგან „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტპატიმრებზე დაპირება არ სრულდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ განაცხადა.

როგორც დამენიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ძალად, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დაჭერით და შემდეგ მათი გათავისუფლებით ვაჭრობითაა დაკავებული.

„დღეს, ქვეყანას „ქართული ოცნების“ სახით სამწუხაროდ, მართავს რეჟიმი, სადაც არ არსებობს არც სამართლიანობა და არც საერთოდ სამართალდამცავი ორგანოები, ამიტომ უმთავრესია საპროტესტო ელექტორატი და ის, რომ ოპოზიცია კონცენტრირდეს ხელისუფლების შეცვლაზე იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტპატიმრებზე დაპირება არ სრულდება. იგი ჩამოყალიბდა ძალად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით და შემდეგ მათი გათავისუფლებით ვაჭრობით“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა