ვლადიმერ ზელენსკი - კონფლიქტის დასრულებაზე არსებითი მოლაპარაკების დროა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, კიევი მზადაა „ნორმანდიის ოთხეულის“ მომავალ სამიტზე დონბასის რეგიონში კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოს.

„კონფლიქტის დასრულებაზე არსებითი მოლაპარაკების დროა და ჩვენ მზად ვართ საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ოთხი ქვეყნის ლიდერების ახალი სამიტის დროს“, - განაცხადა მან კიევში, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა „ნორმანდიის ფორმატში“ ერთობლივი მუშაობის გაძლიერებაზე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საჭირო ნაბიჯებსა და უკრაინის საზღვრებზე სიტუაციის დეესკალაციის შესახებ იმსჯელეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა