რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 17 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 684 204-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24-საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 783 პაციენტი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 317 687 შეადგინა.
პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 9.7 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.