ლატვიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობასა და თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაში არიან ეჭვმიტანილები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრდაზვერვის ოპერაციის შედეგად მოხდა ლატვიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში აღნიშნული პირების მუდმივი ჩართულობის წარმატებული პრევენცია", - აცხადებენ ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე ცნობით, ეჭვმიტანილები რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებს რუსეთში შეხვდნენ.

ლატვიის პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა სამსახურეობრივი კონტაქტები გამოიყენა იმისთვის, რომ მიეღო, გაეანალიზებინა და რუსეთის დაზვერვისთვის გადაეცა ლატვიის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მეორე დაკავებული კი მოსკოვთან მრავალწლიან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. მათი ვინაობა, ასევე თანამდებობები და სხვა დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება. უცნობია მათი დაკავების ზუსტი დროც.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს